რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა

12.12.2012

5 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 4 მედია ასოციაცია და რამდენიმე დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება იყო წარმოდგენილი.

გამოფენა კარგი შესაძლებლობა იყო გამოფენაზე მოწვეული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის, გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს, შეექმნათ მათზე შთაბეჭდილება და გაეგოთ, რომელი ტელეარხით, რადიო მაუწყებლობით, გაზეთითა თუ ინტერნეტ გამოცემით მოახერხებენ წარმატებით მისწვდნენ საკუთარ მიზნობრივ სეგმენტს რეგიონებშიც.

გამოფენას პროექტ „რეგიონული მედია მარკეტის” ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა და ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო აწყობენ. პროექტის მიზანი რეგიონული მედიისა და ბიზნესიის დაახლოებაა.

 

ნახეთ ფილმი.