15 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: “ყურანი და მისი ადგილობრივი ტრანსფორმაციები”. მოხსენებას გააკეთებს ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე.
დასწრება თავისუფალია.
სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.