„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების” პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს მედიამონიტორინგს, რომლის მიზანია ქართულენოვან მედია საშუალებებში უმცირესობების თემატიკის გაშუქების შეფასება და მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა.
მონიტორინგის შედეგები ბიულეტენის სახით ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მედიის განვითარების ფონდი მონიტორინს უწევს 6 გაზეთს (ასავალ-დასავალი, რეზონანსი, 24 საათი, ქრონიკა, ალია, კვირის პალიტრა); 3 საერთო-ეროვნულ (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და რუსთავი 2) და 3 ადგილობრივ ტელევიზიის (კავკასია, მაესტრო და მე-9 არხი) დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებს, ასევე მედია-კავშირ “ობიექტივის” საღამოს თოქ-შოუს.
ნახეთ მონიტორინგის შედეგები 15-22 აპრილამდე.
ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’.