აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
განცხადება18 მაისი, 2013
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში ლგტბ უფლებადამცველებსა და მათ მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები. ამასთან, იყო ლგტბ უფლებების დამცველი ორგანიზაციის „იდენტობის” ოფისის დარბევის მცდელობაც. სახალხო დამცველის განცხადებით, „პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობდნენ. შესაბამისად აშკარაა, რომ პარალელური აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან.”
17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე მოხდა არაერთი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ მოხდა ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ გამოძიების მიმართ სისტემური მიდგომა ბუნდოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხზე.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
2. საქართველოს პრესის ასოციაცია
3. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
4. ადამიანის უფლებათა ცენტრი
5. მეწარმე ქალთა ფონდი
6. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
7. სტუდია „რე”
8. ჯანმრთელი სამყარო
9. საზოგადოებრივი დამცველი
10. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
12. ქალთა ინიციატივების მხრდამჭერი ჯგუფი
13. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
14. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
15. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
16. ასოციაცია “მერკური”
17. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
18. რეპატრიანტთა კავშირი
19. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
20. პოლიტიკის ანალიზის ცენტრი
21. ევროპის სახლი
22. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
23. მედიის განვითარების ფონდი
24. დემოკრატიის ინსტიტუტი
25. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
26. ასოციაცია “დეა”
27. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
28. ციხის საერთაშორისო რეფორმა
29. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
30. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი
31. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
32. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
33. ახალგაზრდული ცენტრი საქართველო
34. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის
35. რადიო „მწვანე ტალღა”
36. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
37. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
38. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
39. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
40. ასოციაცია ევროპული გამოკვლები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის