უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში

19.07.2013

ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.  პროექტი 2013 წლის ივნისში დაიწყო. მართვის საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), TEMPUS ეროვნული ოფისი, საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის რეგიონული პროგრამა.

პროექტის მიზანია,  მხარი დაუჭიროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ახალი კონცეფციის განხორციელების პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებას, 

უზრუნველყოს სარეფორმო პროცესებში დაინტერესებული ჯგუფების, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოებების მაქსიმალური ჩართულობა და მოახდინოს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზე საზოგადოებრივი განხილვებისა და დებატების ინიცირება.

ნახეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ.