საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე

10.09.2013

 

12 სექტემბერს, (ხუთშაბათს) 11 საათზე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ევერიაში”  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს.  

დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge“-ს  ფარგლებში მოხდა.

კვლევის შედეგები წარმოდგენილია 2012 წლის ივლისი – 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით.  

ღონისძიებას გახსნიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოწვეული საზოგადოება დეტალურად გაეცნობა პროექტის შედეგებს,  განიხილება  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდეგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციები შედარებითი ანალიზი.  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს წინადადებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმებს გაუმჯობესებასთან მიმართებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტს “www.opendata.ge” 2010 წლიდან ახორციელებს, ონლაინ რესურს ბაზა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს საქართველოში, აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი. www.opendata.ge-ზე პერმანენტულად ქვეყნდება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია.

###

 

კონტაქტები პრესისთვის:
 

ანა ტოკლიკიშვილი

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’

ტელ :(+995) 32 25 04 63 (+108); 595 221 999

www.csf.ge

 

თაკო იაკობიძე

ტელ: (+995) 32 2 921514; (+995) 598 241001

www.idfi.ge

www.opendata.ge