30 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართება კონფერენცია „ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე”.
კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაავრცელებენ განცხადებას, რომელიც პასუხობს რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად.
კონფერენციის მონაწილეები შეაფასებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს და იმსჯელებენ რუსეთის ზეწოლის თავიდან აცილების საშუალებებზე.
კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ:
ნახეთ დღის წესრიგი.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი- ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: +995 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge