ტრენინგი ჟურნალისტებისთვის “C ჰეპატიტი, მედია და ადამიანის უფლებები”

10.12.2013

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიის და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში,  7-8  დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის C ჰეპატიტის და ადამიანის უფლებების საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტი მაია ბუწაშვილი და ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი.

ორი დღის მანძილზე ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: C ჰეპატიტი და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები; მკურნალობა და მისი ხარჯი; მედიის როლი C ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების დროს. ტრენინგის მეორე ეტაპზე განხილულ იქნა სხვადასხვა კაზუსები და მოდელირებული სიუჟეტები, სტატიები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ არჩილ ტალაკვაძემ ჟურნალისტებს გააცნო პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე პროცესები C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ტრენინგი ჟურნალისტებს დაეხმარება მოამზადონ მაღალ პროფესინალური მასალა და საზოგადოებას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია C ჰეპატიტის ვირუსთან და პროგრამებთან დაკავშირებით.