29 იანვარს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში წიგნის „კარი გამიღე” პრეზენტაცია გაიმართა.
მწერლებმა დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ ფონდის წარმომადგენელთან ნინო კიკნაძესთან ერთად ჯარისკაცებს პროექტი „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის” წარუდგინეს და წიგნში მოთხრობილი ისტორიებისა და პრობლემატიკის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.
როგორც თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნია როგორც თავად სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
პრეზენტაციის შემდეგ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საჩუქრად რამდენიმე ათეული წიგნი გადაეცა.
კრებული „კარი გამიღე” ცხრა ქართველი მწერლის მოთხრობას აერთიანებს, მწერალმა მოთხრობები დაწერეს პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე, წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე.
პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის” მიზანია პაციენტის უფლებების პოპულარიზაცია და მათი პრობლემების საზოგადოებამდე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით მიტანა.