საარჩევნო მედიაცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს

12.06.2014

 

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივითა და მხარდაჭერით, 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას კვლავ მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი. არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში აწვდიდნენ ინფორმაციას მედიას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

წინა წლების მსგავსად არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგები გამართეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალეობასაქართველოს“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისადასაზოგადოებრივი დამცველისწარმომადგენლებმა

მედიაცენტრი ოფიციალურად 14 ივნისს გაიხსნა. არჩევნების დღეს, 15 ივნისს მედიაცენტრში 22 ბრიფინგი ჩატარდა. 10-მდე ბრიფინგი ჩატარდა 16 ივნისსაც. არჩევნების მეორე დღის ერთერთი მნიშვნელოვანი პრესკონფერენცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადება იყო.

მედიაცენტრში მუშაობა ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეეძლო. პრესკონფერენციები უწყვეტ რეჟიმში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ინტერნეტით. პირდაპირი ჩართვები ხორციელდებოდა ტელევიზიითაც. 

მედიაცენტრი წარმატებით მოქმედებდა 2007 წლის საპარლამენტო, 2008 წლის საპრეზიდენტო, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2012 წლის საპრეზიდენტო და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. მედიაცენტრი იყო ის ადგილი, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და სადაც თავს იყრიდა არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მედიაცენტრი მუშაობას განაახლებს არჩევნების მეორე ტურზეც. ინტერნეტში ინფორმაცია განახლდება ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც მოძიებთ სახელწოდებით NGO მედიაცენტრი.

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ჭავჭავაძის გამზ. 23, მე-2 სართული, ფეისბუქის გვერდი: NGO მედიაცენტრი, თამთა კაპანაძე -ტელ: 599 88 74 23