25 ივნისს სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო კანონმდელობა და საქართველოში მისი შესაძლო რეგულირება განიხილეს იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ და სხვა სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
2014 წლის იანვრიდან ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო,” იუსტიიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების რეფორმირებაზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მომზადებასა და ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოს შექმნას.
6 თვიანი მუშაობის შედეგად, დეტალურად გაანალიზდა სხვადასხვა ქვეყნის კანონი, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებები, ევროკავშირის სამართლებრივი აქტები და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე არსებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომი თუ ნარკვევი.
ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის კონცეფციის შემუშავებისას, სამუშაო ჯგუფმა გამართა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და აკადემიურ პერსონალთან.
საქართველოში იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფი მასპინძლობს ქევინ დანიონს, შოტლანდიის ინფორმაციის თავისუფლების პირველ კომისიონერსა და ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც მოამზადებს და თბილისში გამართულ შეხვედრაზე წარმოადგენს რეკომენდაციების პაკეტს ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონისთვის.
###
მედია დღევანდელი კონფერენციაზე:
ინფორმაციის თავისუფლების შესახებკანონპროექტიპარლამენტსშემოდგომაზეწარედგინება- ონლაინ გამოცემა ‘ლიბერალი’.
პირველი არხი, მოამბე
მაესტრო
რუსთავი 2
ტვ3
იმედი