‘ჩემი რეპრესია შენი რეგრესია!’- 26 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ სლოგანით აღნიშნავენ ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის’ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან ჩატარდება აქცია, რომლის მთავარი გზავნილია- ‘კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად’.
აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან საქართველოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. კერძოდ კი საქართველოს ნარკოკანონმდებლობასა და სამთავრობო უწყებების დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებასა და მომხმარებლებთან დაკავშირებით.
‘ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, რომელიც ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.’- ნათქვამია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის პრესრელიზში.
აქციის ერთერთი მხარდამჭერია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ‘ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველო ქსელის’ პრესრელიზი.