ყოველწლიურად მსოფლიოში ზედოზირების შედეგად 183 000-მდე ადამიანი იღუპება, აქედან ყველაზე მეტი ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევაა.
საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით 30-35 წ. ასაკის მომხმარებელთა 26.7% ჰქონია ზედოზირების შემთხვევა ბოლო 6 თვეში; ზედოზირების შემთხვევას შეესწრო გამოკითხულთა 42.1%; სასწრაფო კი მხოლოდ 15.80%-მა გამოიძახა.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ ზედოზირების შემთხვევაში პაციენტთა სიცოცხლის გადასარჩენად გამოძახებისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება მოუხსნა და ასეთი შემთხვევების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეიტანა ამით მოიხსნა ბარიერი სამედიცინო მომსახურებაზე.
31 აგვისტოს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით აღინიშნა.
კამპანიამ ერთდროულად მოიცვა საქართველოს 8 ქალაქი: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი და ბათუმი. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის აქცია ‘სიცოცხლის ხეები’ მიუძღვნეს ზედოზირებით გარდაცვლილ პირთა ხსოვნას.
ზედოზირების სტატისტიკა, დაღუპვის მიზეზები, სახელმწიფო პოლიტიკა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის რეაგირება და სხვა საკითხები განიხილეს
ჯანდაცვის, პრობაციისა და სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქორთიარდ მარიოტში გამართულ მრგვალ მაგიდაზეც.
კამპანია ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და მსოფლიო ექიმები საფრანგეთის მხარდაჭერით განხორციელდა.