
23 ოქტომბერს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში” ჩატარდა ანალიტიკური დოკუმენტისა „უვიზო მიმოსვლა ევროპაში – საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურის „როგორ მივიღოთ ვიზა?” პრეზენტაცია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სავიზო პოლიტიკას და მის გავლენას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კერძოდ:რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განეხორციელებინა და რამდენად რეალურია რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ.
შეხვედრას უძღვებოდნენ პოლონეთის შტეფან ბატორის ფონდის წარმომადგენელი კრჟიშტოფ მროზეკი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე.
ღონისძიების მედიაგაშუქება.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.