რეჟისორი ნიკა ბეჟანიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი ‘შავი კვადრატი’ ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალის ისტორიაა. ფილმში გაშლიშლია რამდენიმე თემა: ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ნარკოდამოკიდებულ ქალთა ცხოვრებისეული რეალიები და პრობლემები, სოციალური სისტემის ფუნქციონირება: სოციალური მუშაკები და სოციალური საწარმოები და ა.შ
ანა ოთარაშვილი ფილმის მთავარი გმირია, რომელმაც პატიმრობაში 16 წელი გაატარა. მან მეგობრებთან და მისივე პრობლემები მქონე ქალებთან ერთად დაარსა ნარკომომხნარებელ ქალთა თვითორგანიზაცია ‘აკესო’.
საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალები მდგომარეობა განსაკუთებით მძიმეა. ხშირია საზოგადოების და, ზოგჯერ, საკუთარი ოჯახების მიერ მათი გარიყვა. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი.
ფილმის პრემიერა კინოთეატრ ‘ამირანში’ 1 ნოემბერს შედგა. ფართო საზოგადოებას ფილმის ნახვას უახლოეს მომავალში შეძლებს.
###
ზოგადი სტატისტიკა: