რუმინელი ექსპერტების რეკომენდაციები პერსონალური მონაცემების დაცვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ევროინტეგრაციის პროცესში

08.11.2014

2014 წლის 4 ნოემბერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის აქტივობების მიმოხილვა, რა სამომავალო ნაბიჯებია გადასადგმელი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გემის შესასრულებლად და როგორია რუმინული გამოცდილება. გაიმართა ანტიდისკრიმინაციისა და პერსონალურ მონაცემების დაცვის საკითხებზე დისკუსიები და ვორქშოფები.

“დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის. წინ არის რიგის სამიტზე მოსალოდნელია საქართველომ მიიღოს რეკომენდაცია სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მეორე ანგარიში, რომელიც მომზადდა არის საქართველოს სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს პროცედურებს ევროპაში სამოგზაუროდ”, აღნიშნა საქართველოში რუმინეთის ელჩმა დიმიტრი ბადეამ.

პროექტს ახორციელებენ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.