ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა საქართველოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის ნორმებთან. ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს ენერგეტიკის სფერო. ამისათვის, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში უნდა გაწევრიანდეს. ამ თემაზე მოლაპარაკებები რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გაგადგმულა.
ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ ევროკავშირის მხარდაჭერით კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია გაწევრიანების დადებითი მხარეები, შესაძლო რისკები და ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს გაწევრიანების პროცესის გადავადებას. კვლევის შედეგებს პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის (Policy brief) სახით ვაქვეყნებთ და ის განსაკუთრებით ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის არის საინტერესო.
საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი by OSGF