შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გააქტიურება რეგიონებში

02.04.2015

 

„მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ამბროლაურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრები დაიწყო. რაჭაში დღემდე არ არსებობს შშმ პირთა ორგანიზაცია, ან რაიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შშმ ადამიანების საკითხებზე მუშაობს. შეხვედრას ამბროლაურში მცხოვრები შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგი შშმ პირთა უფლებებზე, სტიგმაზე, აქტივიზმის და ადვოკატირების წარმატებულ მაგალითებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ტრენინგის და შეხვედრების შემდეგ, შშმ პირთა ინტერესების დასაცავად დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული არიან  თავად შშმ პირები, ოჯახის წევრები და სხვა დაინტერესებული ადამიანები.

მომავალში იგეგემება შშმ პირთა ორგანიზაციების ქსელის გაფართოება და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობის გაძლიერება.