ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში

23.04.2015

პრესრელიზი #23.05.2015

24 აპრილს, 10 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება კონფერენცია, სადაც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე იმსჯელებენ საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები და  რუმინეთიდან მოწვეული დელეგაცია.

ღონისძიება რუმინეთის საელჩოს და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციაზე განხილულ იქნება რეფორმების განხორციელების სტატუსი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯები, ასევე  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილება და სამომავლო გეგმები.

კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ რუმინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენელი დავით სოლომონია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დოროტა დროჩი სულიგა, პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენელი ნინო სარიშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მაკა გიოშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე და რუმინელი სტუმრები.

###

 

კონტაქტები პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო, მობ: 595 221999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge