ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას ჯილდო ფონდის პარტნიორ მედიას

10.06.2015

9 ივნისს, ჩატარდა ამერიკელი ჟურნალისტის, პულიცერის პრემიის ლაურეატის  ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება GIPA-ს ორგანიზებით.

წელს ჟიურიმ განიხილა 87 ჟურნალისტური ნამუშევარი და შეარჩია ოთხი პრიზიორი და ორი საპატიო გამარჯვებული, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დიდი წვლილი მიუძღვის ოთხივე პრიზიორის ნინო ზურიაშვილი (სტუდია “მონიტორი”), ნატო გოგელია (“გურია ნიუსი“), გიორგი მგელაძე (სტუდია “მონიტორი”) და გელა მთივლიშვილი (კახეთის საინფორმაციო ცენტრი) განვითარებაში. ეს ჟურნალისტები დღესაც ფონდის პარტნიორი მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან.

ასე მოხდა წინა წლებშიც: 2014 წელს მხოლოდ ლიბერალი– მა მიიღო 8 სხვადასხვა ადგილობრივი ჯილდო. netgazeti.ge–მა კი ნორვეგიისა და გერმანიის ფონდების ჯილდო.

მეტი ინფორმაცია და გამარჯვებული ნამუშევრები ნახეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე.