ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოში შედარებით სამართლებრივ პერსპექტივაში- საჯარო ლექცია

12.10.2015

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან” თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ლექციაზე “ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოში შედარებით სამართლებრივ პერსპექტივაში”.

მომხსენებელი – ნიკოლაი კოვალევი, Wilfrid Laurier-ის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ასოცირებული პროფესორი.

ლექცია ჩატარდება 15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია #200 (მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240).

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული. ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
დასწრება თავისუფალია.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ვებგვერდს ან დაადასტურეთ დასწრება ფეისბუქზე.