საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ

26.10.2015

შაბათს, 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანას შეძენისა და შენახვის გამო 7-დან14 წლამდე საპატიმრო სასჯელის არაკონსტიტუციორობას ეხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, 70 გრამი მარიხუანა, რომლის შეძენასა და შენახვაში ბრალი ედებოდა ბექა წიქარიშვილს, არ არის ის ოდენობა, რაც თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. თავისუფლების აღკვეთა, როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახე, ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

ბექა წიქარიშვილის სარჩელის დაკმაყოფილება კამპანიის ‘ბექა კრიმინალი არ არის’ დიდი მიღწევაა, მაგრამ ამ კამპანიის მთავარი დადებითი შედეგი ის არის, რომ ამ საქმის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ზოგადად არაკონსტიტუციურად სცნო თავისუფლების აღკვეთა იმ ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვაზე, რაც ბექას შემთხვევაში ფიგურირებდა.

კამპანიაში “ბექა კრიმინალი არ არის” აქტიურად მონაწილეობდა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ სტატია:

საკონსტიტუციო სასამართლო: დაუშვებელია პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შეძენა-შენახვაზე პატიმრობის გამოყენება– ონლაინ გამოცემა “ლიბერალი”.