
ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლები.
მსგავსი ღონისძიება IDFI-მ უკვე სამჯერ ჩაატარა. გასულ წელს IDFI-ს გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა. ახალი მონაცემებით, მდგომარეობა შეცვლილია.
გასული წლების განმავლობაში პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge”-ს ფარგლებში IDFI-მ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უწყებებს ჯამში 30152 მოთხოვნა გაუგზავნა. აქედან პასუხი 24 438 მოთხოვნაზეა მიღებული.
ნახეთ ანგარიში და საჯარო დაწესებულებათა რეიტინგი.
###
მედია ამ თემაზე:
2015 წლის ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები-ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი”, 11 დეკემბერი, 2015
IDFI: მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე გააუარესა– ონლაი გამოცემა “ლიბერალი”, 11 დეკემბერი, 2015
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.