ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიის და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში, 27- 28 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი პრაქტიკოსი იურისტებისთვის ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: გივი ჯავაშვილი, მაია ბუწაშვილი და გიორგი კამკამიძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი პრაქტიკის მქონე იურისტებმა და სხვადასხვა იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებმა.
ორი დღის მანძილზე მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკა, გაეროს კონვენცია შშმ პირთა შესახებ; აივ ინფექცია/შიდსი და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები, ც ჰეპატიტი და არსებული სიტუაცია საქართველოში.
აღნიშნული ტრენინგი იურისტებს მისცემს შესაძლებლობას, მოამზადონ ჯანდაცვაის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნები და კლიენტებს ადეკვატური კვალიციფიური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიონ.