საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა – „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი”.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა. ამ საკითხების შესწავლის მიზნით საიამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელეს კვლევა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის კუთხით საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო სტადარტების შესწავლა და შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც საფუძვლად დაედება საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნისათვის.
კვლევა, ასევე, ასახავს პროექტის ფარგლებში 19 ფოკუს ჯგუფის შედეგად გამოკითხული 279 რესპონდენტის (180 ადგილობრივი თვითმმართველობის და 99 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი) მოსაზრებას, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სტატუსზე და იმუნიტეტის საჭიროებაზე, როგორც საზოგადოების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირებისათვის დაცვის შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად, რამაც იმავდროულად, ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ინტერესებს.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაციას, ერთის მხრივ, შეუძლია შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისათვის დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები და მეორეს მხრივ, დაიცვას გონივრული ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის, კერძოდ:
კვლევა მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქაართველოს ერთობლივი პროექტის – „დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი” ფარგლებში, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
![]() |
![]() |
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.