9 თებერვალს, “ფრონტლაინ კლუბში” ჟურნალისტებისთვის ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დაფინანსებული ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ონლაინ გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის ქართულ ენაზე „ინტერნეტი და ჟურნალისტიკა”, რომელიც სტუდენტებს და მულტიმედიური პლატფორმის მქონე მედიასაშუალებებს ინტერნეტის თანამედროვე შესაძლებლობებს აცნობს და ვებრეპორტინგისთვის სასარგებლო რჩევებს აძლევს. სახელმძღვანელოს სრული ვერსია ფართოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტში და მარტივი საკითხავია ნებისმიერ გაჯეტზე საგანგებოდ ონლაინ ფორმატისთვის შერჩეული ორიგინალური ფონტის დახმარებით. გზამკვლევის ავტორები არიან ნესტან ცეცხლაძე და კოტე სტალინსკი.
იმავე ღონისძიებაზე დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა ახალი სასწავლო ფილმი აჩვენა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს ეხება. სასწავლო ფილმები გამოიყენება უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, მოკლევადიან ტრენინგებსა და სემინარებზე.