2016 წლის 16 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 სთ-ზე ფოტოგალერეა Black & White Gallery-ში (იაკობ გოგებაშვილის 46ბ) გაიმართება დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს KONTAKTPHOTOS-სა და ვებსაიტის kontaktphotos.com-ის პრეზენტაცია დ ფოტოგამოფენა. ფოტოგამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე.
KONTAKTPHOTOS – არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ფოტოსააგენტოს ვებგვერდი შეიქმნა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს ” მხარდაჭერით.
სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. სააგენტოს მიზანია იყოს ხელშემწყობი პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის საქმიანობის ყველა ეტაპზე, ხანგრძლივ პროექტებსა და მულტიმედიაზე მუშაობისას.
სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში, სოციალური გარემო და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი – პოლიტიკა, საზოგადოება, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები. აგრეთვე სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები.
სააგენტოს ვებგვერდის მისამართი: www.kontaktphotos.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 92 73 69