ზამთრის სკოლა ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ

01.03.2016

26 თებერვლიდან 5 მარტამდე თელავში   ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ატარებს ზამთრის სკოლას “ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ“.

ზამთრის სკოლა- ეს არის სადისკუსიო სივრცე ისტორიული და თეორიული ფაშიზმის ფენომენზე. სკოლა ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ  ქართულ სივრცეში დაიწყოს საუბარი თანამედროვე სამყაროში წარმოშობილი ნაციონალიზმის ახალ ტალღასა და მის შედეგებზე, გაანალიზდეს და დაიწყოს დისკუსია თანამედროვე სახელმწიფოების წინაშე მდგარი მიგრანტების პრობლემატიკაზე.

ზამთრის სკოლის პროგრამა  სტუდენტებს აწვდის სიღრმისეულ და აკადემიურ ცოდნას, რაც იძლევს საშუალებას რომ მათ   ქართული და დასავლური აკადემიური სივრცის პერსპექტივების ინტეგრირება მოახდინონ.  სკოლისთვის კონკურსის გზით საქართველოს უნივერსიტეტებიდან 32 სტუდენტი შეირჩა.

 

 

სიახლეები

მულტიმედია