თბილისი-ღია მმართველობის პარტნიორობის საპოლოტე პროგრამის მონაწილე

14.04.2016

თბილისი ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) საპილოტე პროგრამის მონაწილედ შეირჩა. თბილისი, პარიზთან, ონტარიოსთან, სეულთან, ბუენოს-აირესთან და სხვა რეგიონულ ერთეულებთან ერთად ჩაერთვება ღია მმართველობის პროცესში.

ღია მმართველობა პარტნიორობის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობით, თბილისის მთავრობა იღებს ვალდებულებას, დედაქალაქის მართვის პროცესი უფრო ღია გახადოს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართოს. ამ მიზნით, თბილისი დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელშიც კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს.

ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შესარჩევ კონკურსში განაცხადის წარდგენას. ამ პროცესის სამომავლო მხარდაჭერას ფონდი მომავალშიც გააგრძელებს.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის“ ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე