თეთრი ხმაური ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის

10.06.2016

 

17 ივნისს, პარასკევს, 20:00 საათზე, ‘თეთრი ხმაურის’ მოძრაობა გეგმავს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსვლელობას ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის.

თბილისში:
20:00 – შეკრება მეტრო რუსთაველთან
20:30 – მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით
21:00 – აქცია პარლამენტთან

აქციები ასევე დაგგემილია გორში, ზუგდიდიში, თელავში, ბათუმში.

17 ივნისს მსვლელობის ჩატარება შარშან, ამავე დღეს ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ემსხვერპლა. ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ აბზიანიძეს, პოლიციელებმა შარდმდენი აბები დაალევინეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. დაზარალებულია ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იცავს.