22 ივლისს, პარასკევს, 10:30 საათზე ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის 10) არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დოკუმენტები შემდეგ თემებს ეხება: კორუფციასთან ბრძოლა, მედიის ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებითვის, წამებასთან ბრძოლა ციხეებში, ბავშვთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებები, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმირება და სოციალური მომსახურება.