28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება

27.07.2016

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. 2016 წლიდან, ხელმისაწვდომი გახდა კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე პრეპარატი – „ჰარვონი“. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციას და გაზარდოს საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ელიმინაციის მისაღწევად. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „დეკრიმინალიზაციაC“ ეხმიანება წლევანდელი კამპანიის წინაშე მდგარ მიზნებს.

კამპანიის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები: თბილისში, ხუთშაბათს, 28 ივლისს, 15:30 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად პაციენტთა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მწერალთა სახლი (მის. მაჩაბლის ქ. #13)
კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღნისძიებები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კამპანია გაგრძელდება ქუჩის აქციით, რომლის დროსაც ჩატარდება ფლეშმობი კამპანიის მიზნების შესაბამისად. ფლეშმობის შემდეგ კამპანიის მონაწილეები გაავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას, რომელიც პაციენტებს დაეხმარება პროგრამაში ჩართვას. აქცია გაიმართება 28 ივლისის 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის მეტროსთნ.

დამატებითი ინფორმაციისთვის აქციის, მრგვალი მაგიდის (მათ შორის რეგიონებში), შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

თბილისი მარინა ასათიანი მობ. 599119999 ელ.ფოსტა: marinaasatiani@yahoo.com
რუსთავი ლაშა აბესაძე მობ.   ელ.ფოსტა:

გორი  ქეთევან ბიძინაშვილი მობ. 599370255 ელ.ფოსტა: nabiji02@gmail.com

ქუთაისი ზაზა ქარჩხაძე მობ. 597400705 ელ.ფოსტა: karchkhadzezaza@mail.ru

ზუგდიდი ნინო ჯანაშია მობ. 599719757 ელ.ფოსტა: ninojanashia@yahoo.com