შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებებისა და თავისუფლებების საკითხი განიხილეს 30 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა მოძრაობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენცია ჩაატარა 2016 წელს ფონდის მხარდაჭერით შექმნილმა შშმ ქალთა გაერთიანებამ “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”.
პლატფორმის იდეაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ქალი და გოგონა დაბრკოლების გარეშე, თანაბრად სარგებლობდეს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებით და პიროვნების დამიუკიდებლობით, წინსვლის, განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობით.
კონფერენცია შეეხებოდა ჯანდაცის, განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომოის საკითხებს შშმ ქალებისთვის.
საინტერესო იყო ფოტოგამოფენა, რომელიც შშმ ქალთა ცხოვრებას ასახავს.
კონფერენციას ესწრებოდნენ პლატფორმის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს განათლების და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია ქალთა მოძრაობის გააქტიურების საკითხებზე.