ხმოვანი წიგნების პირველი აპლიკაცია და 300-მდე წიგნი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” და ელექტრონული წიგნების სახლი “საბასგან” უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემა.
აპლიკაციაში “SABA Reader” დაემატა ხმოვანი წიგნების ფუნქციონალი და ადაპტირდა უსინათლო ადამიანებზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხმოვანი წიგნის მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტში, ინტერნეტის გარეშე.
კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას, ისე უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები გახმოვანებულია მსახიობების და თავად ავტორების მიერ.
ამისათვის საჭიროა რეგისტრაცია “საბას” ვებგვერდზე და Saba Reader ჩამოტვირთვა თქვენს პლანშეტში და ტელეფონში.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოინსტრუქცია აპლიკაციის მოხმარების შესახებ.
პრეზენტაცია 4 ნოემბერს, მზიურის სოციალურ კაფეში გაიმართა.