7 დეკემბერს, 11:00 საათზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მართავს პრესკონფერენციას, რომლითაც პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები ეხმიანებიან ნარკოპოლიტიკის ცვლილების მხარდასაჭერად მიმდინარე პროცესებსა და უახლოეს დღეებში დაგეგმილ აქციებს. პლატფორმა აგრეთვე მოუწოდებს ხელისუფლებას, უახლოეს მომავალში შექმნას სამუშაო ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით საფუძვლიანად დამუშავდება ნორმატიულ დონეზე არსებული პრობლემები და მომზადდება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები.
პრესკონფერენციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს საკუთარ ხედვებს გასატარებელი რეფორმის მოცულობასა და იმ ძირითად პრობლემურ მიმართულებებზე, რომლებზეც აუცილებლად საჭიროებს ახლებურად მოწესრიგებას. პლატფორმა არ შემოიფარგლება მხოლოდ არსებული წესრიგის კრიტიკით და მზად არის, საზოგადოებას და სახელმწიფო უწყებებს გაუზიაროს კონკრეტული ინიციატივები (მათ შორის კანონპროექტის სახით) არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მისამართი: სასტუმრო რედისონი (ვარდების რევოლუციის მოედანი);
საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი 577 291 003, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი EMC.