ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ჯანდაცვის საკითხებში

30.01.2017

ფონდ  “ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრელობის პროგრამის ფარგლებში 21 და 22 იანვარს ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”.

ჯანდაცვის სფეროს მოწვეული ექპერტები სოფიო ლებანიძე და გია კამკამიძე ორი დღის მანძილზე განიხილავდნენ ჯანმრთელობის საკითხების გაშუქების სპეციალურ ხერხებს, დაზღვევის,  საყოველთაო ჯანდაცვის, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სემინარი ლექციის და კონკრეტული კაზუსების განხილვის ფორმით წარიმართა, რაც მომავალში ჟურნალისტებს დაეხმარება სწორად განსაზღვრონ რესპონდენტები ჯანდაცვასთან დაკავშირებული მასალის მომზადებისას, გაითვალისწინონ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, განსაზღვრონ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ დარგის ექსპერტს, როგორ აიცილონ თავიდან სამედიცინო ჟარგონი, სტიგმა და როგორ აქციონ ჯანდაცვის ამბავი რიგითი მკითხველისთვის მიმზიდველი.