სახელმწიფო სოციალური პროგრამების აღწერა, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინფორმირებას ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურებების შესახებ.
25 ბროშურაში აღწერილია სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური მომსახურების პროგრამები, რაც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის. ინფორმაცია დახარისხებულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და წარმოდგენილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება სახელმწიფო პროგრამებს, ქვეპროგრამებს, ნორმატიულ აქტებს, სამინისტროების გამოცემებს და საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.
პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ შეზღუდული შეასძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის სფეროს ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ნახეთ ბროშურების ნაკრები.
მედია ამ თემაზე: