პაციენტისა და ექიმის დღე საქართველოში

23.03.2017

22 მარტს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, “საქართველოს ბიოეთიკის და სამართლებრივ საკითხთა შემსწავლელმა ასოციაციამ” თბილისში პაციენტისა და ექიმის დღე აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში, დილიდან რუსთაველის გამზირზე მოეწყო ახალგაზრდების მსვლელობა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდიდნენ ინფორმაციას ყველა იმ უფლებაზე, რაც პაციენტებს კანონით აქვთ მინიჭებული. საინფორმაციო მსვლელობის შემდეგ, მთავარი ღონისძიება გაიმართეა სასტუმრო „რუმსში” . ღონისძიებაზე შეჯამდა პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე პროექტის  მიღწევები, რეგიონული შეხვედრების ანალიზი, მთავარი პრობლემები სოფლების მოსახლეობაში (არაინფორმირებულობა, ნაკლები ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, უფლებების დარღვევა და ა.შ ). პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ცხელ ხაზზე ბოლო წლის მომართვების სტატისტიკა  ( 5 380 ზარი ) და გაკეთდა ანალიზი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

გამოვლინდა პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები. შეფასების სისტემაში ჩაერთო  ქვეყნის 5 რეგიონის 20-მდე კლინიკა.  9 კლინიკას გადაეცა სიგელი “პაციენტზე ორიენტირებული კლინიკა”.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ჟურნალისტებისთვის, 5 რეგიონის 10 ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების თანამშრომლებთან. პაციენტის უფლებების შესახებ გაიმართა შეხვედრები სკოლებში. ათობით მოსწავლისგან და პედაგოგებისგან შემდგარ ჯგუფებში ჩატარდა პრეზენტაციები და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რა უნდა იცოდნენ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა, რათა სამედიცინო სერვისების მიღებისას მათი უფლებები იყოს დაცული.

მედია ამ თემაზე

იმედი, პირველი არხი, ტვ ობიექტივი, რადიო “იმედი”