2017 წლის 21 ნოემბერს ქ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მოეწყო სემინარი “პალიატიური მზრუნველობა და ბავშვთა ჰოსპისის სერვისები”. სემინარს ესწრებოდნენ საავადმყოფოს მენეჯერები, ექიმები და ექთნები.
სემინარს უძღვებოდნენ ნინო კიკნაძე, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი და მამუკა მახათაძე – ბავშვთა ჰოსპისის დირექტორი.