2017 წლის დეკემბერში, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, ბავშვთა ჰოსპისის თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ამსტერდამის აკადემიურ სასწავლო ცენტრში და “ემას” ბავშვთა საავადმყოფოში. ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლების მიზანი იყო, როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება. ექვსი დღის მანძილზე ჰოლანდიაში ექთნები, კოორდინატორები და ძიძა იმყოფებოდნენ. მათ პრაქტიკული ცოდნა შეიძინეს ჰოსპისებში “ზონაქეარსა” და “ბიზენვარდში”.
კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოვლა და მზრუნველობა, სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი და მხარდაჭერა, ტკივილის მართვა, ეთიკა, კომუნიკაცია მშობლებთან, ბავშვის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ და სულიერი მხარდაჭერა.