იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს ინფრომირებული არჩევანი ყველა მოქალაქისათვის, თანაბარი შესაძლებლობები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისათვის და სამოქალაქო მშვიდობა, მედია საბჭო, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ მედიას, რომ გარდა კანონმდებლობით არსებული გარანტიებისა, საპრეზიდენტო არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი უახლესი პერიოდის პოლიტიკური მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი გაშუქებისათვის, გაითვალისწინონ შემდეგი მოსაზრებები:
სასურველია, პრეზიდენტობის კანდიდატების ნების გამოხატვის შემთხვევაში, მაუწყებლებთან შეიქმნას პრეზიდენტობის კანდიოდატთა წარმომადგენლების საკონსულტაციო საბჭო