დოკუმენტური ფილმის საკონტროლო პუნქტი ჩვენება

12.09.2007

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ჰაინრიხ ბიოლის ფონდი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის საკონტროლო პუნქტი ჩვენებასა და ფილმის ავტორთან იოავ შამირთან შეხვედრაზე
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”,  სააქტო დარბაზი, 19:00 საათი, ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2007 წელი


ფილმი მომზადებულია 2003 წელს ისრაელში
ფილმის ხანგრძლივობა 80 წთ.
ფილმის რეჟისორი/ ოპერატორი / სცენარისტი: იოავ შამირ
მონტაჟი: ერა ლაპიდ
პროდიუსერი: ედნა და ელიონორ კოვარსკები
საპროდიუსერო კომპანია ედენ პროდაკშენ / ამიტოს ფილმს

ამონაწერი ფილმის წარმატებათა სიიდან: 
სამ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, ანუ სამ რეგიონში, რომელსაც ისრაელი სამხედროები 1967 წლიდან აკონტროლებენ. როცა პალესტინელებს სურთ ესტუმრონ ნათესავებს ან მეგობრებს, გაემგზავრონ სამსახურში ან ექიმთან მეზობელ რაიონში, მათ უწევთ გაიარონ ისრაელის არმიის მძიმე ტექნიკით დაცული  საკონტროლო პუნქტები. ეს კი პალესტინელთათვის ნიშნავს ხანგრძლივ რიგში დგომას, დამამცირებელ ჩხრეკას, ისრაელ ჯარისკაცთა ზოგჯერ გაუმართლებელ მოთხოვნათა შესრულებას, ენობრივ ბარიერს. ფილმის რეჟისორი პალესტინელთა ყოფის ამგვარ ეპიზოდებს ორი წლის განმავლობაში იღებდა, რათა ეჩვენებინა თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს საკონტროლო პუნქტების არსებობა საზოგადოების განვითარებაზე საზღვრის ორივე მხარეს.

Joris Ewens Award IDFA Amsterdam 2003
Best International Documentary Feature Award, Hot Docs, Toronto 2004
The Golden Gate Award, San Francisco International Film Festival 2004
Cinematography Award, Tel Aviv International Documentary Film Festival 2004

ჩვენება ტარდება მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალის “მე – ადამიანი” ფარგლებში