,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი’’-პუბლიკაციის პრეზენტაცია

13.05.2010

ა.წ 14 მაისს 15:00 სთ-ზე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10) გაიმართება პუბლიკაციის ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი” პრეზენტაცია.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა პროექტზე – ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური კვლევის, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებით:

  • საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები;
  • საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი;
  • საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი;
  • სახელმწიფო საგარეო ვალი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში.