სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი 2010 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს – “ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს”.
პროექტის მიზანია საქართველოს თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა გააზრება მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის სწავლების საფუძველზე და მის კონტექსტში.
პროექტის განხორციელების ამოცანები:
1. ჩამოყალიბდეს ინტელექტუალური დიალოგის სივრცე საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური საკითხების დაყენებისა და გააზრებისათვის;
2. ხელმისაწვდომი გახდეს ფართო აუდიტორიისათვის მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის კონსტრუქციული და პრაგმატული როლი;
3. უზრუნველყოფილ იყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა განხილვაში და დისკუსიაში;
4. გამოიცეს მერაბ მამარდაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.
პროექტის ფარგლებში პირველი სემინარი 29 იანვარს ჩატარდა თემაზე – „ ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის თანამედროვე პრობლემები და მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია”.
25 თებერვალს გაიმართება რიგით მეორე სემინარი თემაზე: ნაციონალური იდენტობა და ნაციონალური ნარატივები. მომხსენებელი იქნება ზაზა შათირიშვილი.
ღონისძიება გაიმართება ვუკოლ ბერიძის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა #6, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ოფისში.
დრო: 28 თებერვალი, საღამოს 6 საათი.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ფილოსოფოსები და ფილოლოგები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, სოციალური სფეროს მკვლევარები.