”ღია გალერეა” წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას ”ტფილისის ხიდები”

10.12.2010

13 დეკემბერს, ორშაბათს, 18 საათზე ”ღია გალერეა” წარმოგიდგენთ თბილისის ხიდებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენას. გამოფენის ორგანიზატორია თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”. ღონისძიება ეძღვნება მუხრანის ხიდის გახსნის 100 წლისთავს.

“ტფილისის ჰამქარი” ხელს უწყობს ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ძველი ქალაქური ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზებასა და ურბანული საკითხებისადმი ყურადღების მიპყრობას. ორგანიზაციამ ამ საკითხებს არაერთი გამოფენა, აქცია თუ გამოცემა მიუძღვნა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის ხიდების ამსახველი 30-მდე საარქივო და თანამედროვე ფოტო, შესაბამისი განმარტებითი ბარათებით, რომელიც მე-19-20 სა­უ­კუ­ნის ფო­ტო­ხე­ლო­ვან­თა არ­ქი­ვებ­ში და­ცულ მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით თბი­ლი­სის ხი­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე მოგვითხრობს. წარ­მოდ­გე­ნილი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია 22 ხი­დის ის­ტო­რი­ას გა­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, სა­ი­და­ნაც 11 პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღარ არ­სე­ბობს, ზოგიერთი დან­გ­რე­უ­ლი და გა­უქ­მე­ბუ­ლია, ზოგიც- გა­და­კე­თე­ბუ­ლი. გამოფენა გაიხსნება ლექციით, რომელიც თბილისის ხიდების მცირე ექსკურსს და მათ ისტორიას მოიცავს. გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იქნება თბილისის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. 

გამოფენა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ტარდება.