8 დეკემბერს, 18:00საათზე საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში პიტერ ვანდერმეერის და გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ”80 იანი წლების ქართველი კინორეჟისორების პორტრეტები” გაიხსნება.
გამოფენა ფონდ “ტატოს” და კოტეტიშვილის სახლ-მუზეუმის მიერ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმთან და თბილისის მე-11 საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობით იქნა ორგანიზებული. ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”.
გამოფენის დროს ნაჩვენები იქნება ტატო კოტეტიშვილის მონაწილეობით და მის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
მისამართი: თბილისი, ჭანტურიას ქ.8
ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.literaturemuseum.ge