2013 წლის 28 თებერვალს, 11 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხში” საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წარადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიშს (2012 წელი).
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში. მონიტორინგი ჩატარდა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” დაფინანსებით.
ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს სამუშაო შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანია სფეროში არსებული პრობლემების გაანალიზება და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.