‘C არ იCდის’- ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია

24.07.2013

‘C არ იCდის’-ამ სლოგანით აღნიშნავს ჰეპატიტების მსოფლიო დღეს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით. ჰეპატიტების მსოფლიო დღე 28 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოში რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. 

‘ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა’ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ გადაგმულ ნაბიჯებს და ზეწოლა მოახდინოს ფარმაცევტულ კომპანიებზე, რათა მათ მოახდინონ ფასების საგრძნობი გაიაფება პრეპარატებზე.

ამ მიზნით პაციენტთა ჯგუფის წევრები მოახდენენ ფარმაკომპანიების ოფისების პიკეტირებას ოთხშაბათს 24 ივლისს.ერთ კომპანიასთან პიკეტი დაიწყება 11:00 საათზე(ხეთაგუროვის ქ. 6), გაგრძელდება მსვლელობით ბარათაშვილის ქუჩის გავლით და მეორე ფამრაკომპანიის ოფისის პიკეტით (თავისუფლების მოედანთან გალაკტიონის ქუჩაზე).

თბილისში,პარასკევს 26 ივლისს, 11:00 გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა.აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის „აივ პროფილაქტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში” და დაფინანსებულიაევროკავშირის მიერ. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიება გაიმართება ხუთშაბათს 25 ივლისს 12:00 გორში, პარსაკევს 26 ივლისს 12:00 ზუგდიდსა და ბათუმში.

კამპანია გაგრძელდება 27-28 ივლისის განმავლობაში. პაციენტთა ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ევროკავშირის ავტობუსით საქართველოს დიდ ქალაქებს ეწვევიან. ავტობუსი გაჩერდება 27-ში გორში 12:00-ზე  ქუთაისში 15:00-ზე და ზუგდიდში 19:00 საათზე. აქტივისტები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ ღონისძიებებში. 28 ივლისს კამპანია გადაინაცვლებს ბათუმში და მთელი დღის განმავლობაში მოხდება საინფორმაციო მასალების დარიგება. 20:00 საათზე კამპანია დაგვირგვინდება კონცერტით, რომელიც გაიმართება ანბანის კოშკთან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. ამ დაავადების მკურნალობა 15000 დოლარი ღირს და პაციენტთა უმრავლესობას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ბევრი მათგანი 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაინფიცირდა და დღეს მათი მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

###

 

დამატებითი ინფორმაციისთვის აქციის, მრგვალი მაგიდის (მათ შორის რეგიონებში), ტურნეს და კონცერტის შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

 

თბილისი მარინა ასათიანი მობ. 599119999 ელ.ფოსტა: marinaasatiani@yahoo.com
გორი  ქეთევან ბიძინაშვილი მობ. 599370255 ელ.ფოსტა: nabiji02@gmail.com

ზუგდიდი ნინო ჯანაშია მობ. 599719757 ელ.ფოსტა: ninojanashia@yahoo.com

ბათუმი ნათია ხარატი მობ. 599502512 natiakharati@yahoo.com