2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ გამოაცხადა თვითმმართველობის ახალი რეფორმის დაწყება. რეფორმის მიზანი იყო დანგრეულიყო ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, ამ მიზნით ჩადებული ყველა რეფორმისტული დებულება ნიველირებულ იქნა კანონპროექტის სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებისას გასული წლის დეკემბერში, კერძოდ:
- თბილისში აღარ განხორციელდა საუბნო საბჭოების არჩევნების მეშვეობით დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს დეცენტრალიზაცია;
- არ დაკანონდა კოდექსის თავდაპირველ პროექტში ასახული ინიციატივა, რომლის თანახმადაც სოფლების დონეზე უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭოები, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი;
- გუბერნატორი, კვლავინდებურად, არ არის ანგარიშვალდებული ადგილზე არჩევითი ინსტიტუტების წინაშე;
- მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღების მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიტოვა მათზე პოლიტიკური ზემოქმედების – საკრებულოს მეშვეობით გადაყენების მექანიზმი;
- ნაცვლად 18-ი მსხვილი ქალაქისა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ 7 სამხარეო ცენტრს მიენიჭა.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კვლავინდებურად აცხადებს, რომ ეს არის „უპრეცედენტო მასშტაბის” თვითმმართველობის რეფორმა.
წინგადადგმული ნაბიჯი და სიახლე, შესაძლოა, ყოფილიყო თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ 7 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ოპტიმიზაცია. 2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ოპტიმიზაციის ვარიანტები. ჩვენ, ხელისუფლებას წარვუდგინეთ წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას და ეს წინადადებები სწორედ მოსახლეობასთან, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.
27-28 მარტს საკრებულოებში თითქმის ერთდროულად ჩატარდა ამ საკითხის განხილვა. გორისა და ახალციხის საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნას. სამწუხაროდ, 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე არ განხილულა რაიმე ალტერნატივა, გარდა ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის დაკანონებისა.
სამთავრობო კომისიის მუშაობა გაუმჭვირვალედ და მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა, კომისიამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობასთან კონსულტაციები, გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო გათვალიწინებული საკრებულოების და საზოგადოების აზრი.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება კანონის სულისკვეთებას, საზოგადოების განწყობებს, თვითონ მთავრობის მიერ დეკლარირებულ დეცენტრალიზაციის პრინციპებს. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტიც, რომ მსხვილი მუნიციპალიტეტების შენარჩუნება, მთლიანად რეფორმის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს და საბოლოოდ დავკარგოთ ის მცირე მიღწევები, რომლებიც ამ რეფორმას შეიძლება მოჰყვეს.
მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის დამატებითი განხილვა და შესაბამისი წინადადების წარდგენა მოსთხოვოს.
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
- ასოციაცია „კივიტას გეორგიკა”
- ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
- რეგიონის განვითარების ცენტრი
- ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
- ეფექტიანი მმართველობითი სისტემების და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი
- გორის საინფორმაციო ცენტრი
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი
- საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი;
- საგამომცემლო სახლი “გურია NEWS”
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- ორგანიზაცია “თემი და თვითმმართველობა”
- სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვანი საქართველო
- ორგანიზაცია “POST-ალიონი”;
- სტუდია „რე”
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ახალი მედიის ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”
- საინფორმაციო ცენტრების ქსელი
- დამოუკიდებელი გაზეთი P.S. (“პოსტსკრიპტუმი”);
- საინფორმაციო ინტერნეტპორტალი www.psnews.ge;
- სამოქალაქო განათლებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი;
- “ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი”
- “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”
- ორგანიზაცია „სააზოგადოებრივი დამცველი”
- “ახალი გაზეთი”
- საინფორმაციო სააგენტო “ნიუპრესს.გე” newspress.ge
- ორგანიზაცია “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- კახეთის სამოქალაქო ლიგა
- სათემო კავშირი ,,ნუკრიანი”
- ტრანსცენდ საქართველო
- ახალგაზრდული მოძრაობა – ახალი იდეა
- მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველო
- სათემო ორგანიზაცია ,,ლელი”
- ორგანიზაცია ,,საუნჯე
- “ჩვენი ხარაგაული”
- ქალები რეგიონის განვითარებისთვის
- არასამთავრობო ორგანიზაცია “პრესკაფე”
- ასოციაცია „ათინათი”
- სათემო განვითარების ცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრები (R-CSN)
- არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”
- რეგიონის განვითარების ცენტრი
- ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
- საზოგადოება „ბილიკი”
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
- ასოციაცია „ინვალიდთა კლუბი”
- მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”
- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
- სტეფანწმინდა
- დუშეთის განვითარების ფონდი
- “ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის”
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- ასოციაცია “გაენათი”
- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი
- სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი”
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
- კავშირი „დემოსი”
- ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი
- ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი