აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ღია წერილი შტეფან ფულეს

13.06.2014

           ღია წერილი

 

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ღია წერილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბატონ შტეფან ფულეს.

ბოლო წლებში, ბატონმა თომას ჰამერბერგმა, სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის რანგში ყოფნის დროს, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში. ბატონმა ჰამერბერგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახიფათო დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, რომელიც წარმოიშვა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა. ბატონი ჰამერბერგის რეაქცია ყოველთვის იყო დროული და ოპერატიული ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე ადამიანის უფლებების სფეროში. მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა საქართველოს ახალი ხელისუფლება დარჩენილიყო დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის ერთგული; ასევე, შეუფასებელი დახმარება გაუწია ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, საქართველოში დაიწყება ახალი გარდამავალი ეტაპი. წინა წლებში მიღწეული პროგრესი მრავალპარტიული დემოკრატიისგანვითარების კუთხით კონსოლიდირებული უნდა იქნეს, თუ ჩვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი. ამ პროცესში, საქართველოს კვლავ მრავალ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება და ძალისხმევის გაწევა კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების, სასჯელაღსრულების ორგანოების საქმიანობის, სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უმცირესობების უფლებების დაცვას.

როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბატონი ჰამერბერგი აღარ გაუწევს კონსულტაციას საქართველოს მთავრობას. არსებულ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება, რომ ბატონმა თომას ჰამერბერგმა გააგრძელოს საქართველოს სპეციალური მრჩევლის მოვალეობის შესრულება სამართლებრივ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში, რადგან აღნიშნულ სფეროებში ექსპერტული რეკომენდაციები კვლავაც აქტუალური და საჭიროა. ამავდროულად, ეს აუცილებელია, რათა ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და შეფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ რთული ამოცანების შესრულების გზაზე ისეთი მოკავშირის დახმარება, როგორიც ბატონი თომას ჰამრბერგია.

მოცემულ ღია წერილზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები თხოვნით მივმართავთ ევროკომისიას და პირადად თქვენ, ბატონო კომისარო, რათა ბატონმა ჰამერბერგმა კვლავ შეასრულოს საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის მოვალეობა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების თვალსაზრისით ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1.  “ლიბერალური აკადემია თბილისი”

2.  სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

3.  მწვანე ალტერნატივა

4.  საზოგადოებრივი დამცველი

5.  ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”

6.  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

7.  „ქალთა საინფორმაციო ცენტრი”

8.  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითრების კავკასიური ინსტიტუტი

9.  ასოციაცია “მერკური”

10.  სტუდია “რე”

11.  ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

12.  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

13.  საერთაშორისო ფონდი “ლეა”

14.  ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის

15.  ასოციაცია ,,დეა”

16.  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

17.  კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”

18.  “მეწარმე ქალთა ფონდი”

19.  ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

20.  ფონდი კავკასიის ეკოლოგია

21.  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

22.  ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის

23.  “კავკასიური სახლი – საქართველო”

24.  “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”

25.  ასოციაცია”ქალი და ბიზნესი”

26.  „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”

27.  საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

28.  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

29.  ადამიანის უფლებათა ცენტრი

30.  ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

31.  მედიის განვითარების ფონდი

32.  ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

33.  დევნილ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

34.  ასოციაცია ”გადავარჩინოთ მომავალი თაობა”

35.  ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

36.  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

37.  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

38.  “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

39.  პედაგოგთა კავშირი” განათლება და სამყარო”

40.  ახალგაზრდული ალტერნატივა

41.  “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”

42.  ჯანმრთელი სამყარო

43.  სათემო ფონდი „ადგილის დედა”

44.  საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

45.  ”დემოკრატიის ინსტიტუტი”

46.  რეპატრიანტთა კავშირი

47.  კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

48.  საერთაშორისო ცენტრი „ICARTI”

49.  ასოციაცია ტოლერანტი

50.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

51.  ენერგოეფექტურობის ფონდი

52.  „ათინათი”

53.  ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

54.  გორის საინფორმაციო ცენტრი

55.  საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო

56.  ფონდი “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

57.  საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები

58.  „კავკასიური მოზაიკა”

59.  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

60.  ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი”

61.  ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველო

62.  ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

63.  “რეგიონის განვითარების ცენტრი”

64.  კოალიცია შინმოვლა საქართველო

65.  საერთაშორისო ფონდი “ლეა”

66.  წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”

67.  “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”